კითხვა - პასუხი
მეამაყება საქართველოში ასეთი ხარისხიანი დისტრიბუტორი რომ ოპერირებს. თქვენთვის კონკურენციის გაწევა ძალზედ რთული საქმე იქნება. წარმატებებს გისრვებთ!
2008-11-11 00:10:37
დიდი მადლობა შეფასებისათვის - ყველა კლიენტის დაგმაყოფილება ჩვენი პრიორიტეტია.
ხომ არ იცით საიდან გადმოვტვირთო თბილისის რუკა ჯპს-ისთვის??
2008-10-31 16:54:34
ჯერჯერობით არა, ვგეგმავთ გაკეთებას.
მაინტერესებს დაყენდება ტუ არა E0850 და E0717 2001 წლის ML ზე და მაინტერესებს დაყენებას თქვენ ახდენთ
2008-10-31 13:36:28
კი ბატონო, უპრობლემოდ.
გამარჯობათ, მაინტერესებს პაჯერო იოზე თუ დაყენდება ამ ტიპის აპარატურა E0858 და ამ პერიოდში თუ არის თქვენთან განვადება
2008-10-28 14:02:00
კი ბატონო, დაყენდება თავისუფლად.
მაინტერესებს ჩაყენდება თუ არა მოდელი E0859 1999 წლის ML-ში და რამდენ თვიან განვადებაზეა გათვალისწინებული მოცემული თანხა
2008-10-20 13:18:46
თავისუფლად - ზომაში და გაყვანილობაში მიდის ერთი ერთზე. განვადება მხოლოდ თქვენზე და ბანკზეა დამოკიდებული.
კორეული არ ნიშნავს უხარისხოს! მთავარია კონტენტი - ანუ შიგთავსი იყოს ხარისხიანი. მე მგონი თქვენი განმარტებებიდან ეს ასეა. მაინტერესებს რა დინამიკებია რეკომენდირებული რომ მომხმარებელმა დააყენოს თქვენს აპარატურაზე. ან იქნებ თქვენ გაქვთ?
2008-10-18 01:01:27
ჩვენ ამ ეტაპზე არ ჩამოგვაქვს დინამიკები, მაგრამ რეკომენდაციას გავუწევთ KENWOOD-ის დინამიკებს ან ხარისხიან JBL-ს.
ასეთი მოწესრიგებული ინტერნეტ გვერდი, ამომწურავი ინფორმაციით, უკვე მეტყველებს კეთილსინდისიერ მომსახურებაზე და ხარისხზე. რაღაცის შეძენის სურვილი მეც გამიჩჰნდა :)
2008-10-05 23:18:51
დიდი მადლობა შეფასებისათვის - თითოეული მომხმარებლის მოწონება ჩვენთვის დიდად მნიშვნელოვანია!
მაინტერესებს რომ წერია თვეში არის მაგ.(17,20,35)ლარი და თან ზევით ფასი თითქმის ორმაგი ეს როგორ გავიგო?
2008-10-02 19:35:09
ეს არის განვადების ფასი, ანუ თუ აიღებთ მაგ. 2 წლიან განვადებას - ბანკის პროცენტი მატულობს - შესაბამისად ფასში იქნება უფრო დიდი სხვაობა
საშუალოდ რა ღირს 2 დინიანი
DVD-ს დამონტსაჟება?
2008-09-23 15:19:50
ფასები განსხვავდება - დაწყებული 25 ლარით - 150 ლარამდე - გააჩნია სად დააყენებინებთ.
მაინტერესებს, რას ნიშნავს 1 დინ-იანი და 2 დინ-იანი. რა არის დინ-ი.
2008-09-13 21:35:31
1-დინ ესაა სტანდარტული მაგნიტოფონის ზომა, ხოლო 2-დინ არის ორმაგი ზომის - სიმაღლეში ორჯერ დიდია.
E1012-ს აქვს GPS? და თუ აქვს როგორც ვხვდები ბლოკი არ მოყვება.
ცალკე ბლოკები არ იყიდება?
2008-09-12 11:11:08
ამ მოდელ არ გააჩნია ნავიგაციის ფუნქცია. რაცშეეხება ბლოკებს - თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ იგი როგორც კომპლექტში, ასევე ცალკე (შეკვეთის საფუძველზე) - ნაღდი, უნაღდო ან განვადებიშ ანგარიშსწორების საფუძველზე.
მაინტერესებს ხდება, თუ არა თქვენთან, აპარატურის მანქანაში მონტაჟი.
2008-09-11 23:47:50
უშუალოდ ჩვენ არ გვყავს ჩვენი ხელოსანი, მაგრამ ვთანამშრომლობთ საუკეთესო სახელოსნოებთან და ყველა ჩვენტან ნაყიდ აპარატურას იქ ვაყენებინებთ (დაყენება არ შედის ფასში). თუ მყიდვრლს გააჩნია ალტერნატივა - ის თავისუფალია საკუთარ არჩევანში
ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია ამ ბრენდზე და ყველგან საუბარია რომ ეს არის ჩინური პროდუქცია ოღონდ არ ეწევა ცნობილი ბრენდების ფალსიფიკაციას. მაგრამ აქვს ბრენდების ნაწილები,მაგალითად შარფის ეკრანი, იამაჰას პროცესორი დ.ა.შ.
და თქვენ რატომ ამბობთ რომ კორეული ბრენდია? ცოტა დავიბენი :)
2008-09-11 16:40:43
კომპანია ეონონ-ს გააჩნია თავისი ქარხნები ჩინეთში, კორეაში და იაპონიაში.ის ახორციელებს დისტრიბუციას ამ კონტინენტებსე ისევე როგორც შეერთებულ შტატებში, ევროპაში და ამიერიდან, ჩვენი კომპანიის მეშვეობით, ამიერ კავკასიაშიც. უმეტეს წილად ვიღებთ კორეის კარხნის პროდუქციას. რაც შეეხება ნაწილებს: ეკრანი არის ტოშიბას ფირმის, არავითარი იამახის პროცესორი - მხოლოდ შარპის მიკროპროცესორები და ასევე ხიტაჩის ნაწილები. დანარჩენი ნაწილები არი სხვადასხვა ბრენდების (არა ჩინურის), რადგან ჩინეთში წარმოებული ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იაფფასიან კონტრაფაკტულ პროდუქციაში (სონი, ფილიპსი და ა.შ., რომლებითაც სავსეა საქართველოს ბაზარი) - თქვენ თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ შემდგომი დასკვნები.
აუდი A6 ნავიგაცია თუ შეგიძლიათ რომ ჩამოიტანოთ?
2008-09-11 16:26:50
ჩვენ არ ჩამოგვაქვს არანაირი პროდუქცია, არამედ ვაწარმოებთ ეონონ-ისა და აუდიოსორსის დისტრიბუციას ამიერ კავკასიაში. მათი პროდუქციის სრული სია წარმოდგენილია ჩვენს საიტზე.
E0717 უკანა ხედვის ინფრაწითელი კამერა შეერთდება თუ არა 2000 წლიანი ML-ის მონიტორზე
2008-09-10 22:29:02
სავარაუდოდ კი - მონიტორ უნდა გააჩნდეს ”video in” და ვიდეო სიგნალზე ავტომატური გადართვის რეჟიმი. გთხოვთ დააზუსტოდ ზემოდ ხსენებული მახასიათებლები თქვენი მანქანის შესაბამის სერვის ცენტრში.
რაში აჩვენებს კამერა? თავისი მონიტორი აქვს თუ ცალკე უნდა ვიყიდო მონიტორი და დავამონტაჟო?
2008-09-03 22:12:44
კამერის გამოსახულება უნდა შევიდეს ნებისმიერი მონიტორის ”ვხოდზე”. მონიტორი კომპლექტში არ შედის.
თავსაყრდენ დვდ-ებზე რომ არის ფასი - ეგ 1 ცალის ფასია თუ ცყვილის (2 თავსაყრდენის)?
2008-09-03 17:04:47
ფასი მოცემულია წყვილის, ანუ ორი თავსაყრდენის - თითოეული აღჭურვილია დვდ ფლეერით ან მონიტორით (მოდელიდან გამომდინარე).
E0907 ასეთივე მოდელი თუ ჩამოგაქვთ 1 დინიანები – ისეთები X3-ზე რომ წავიდეს?
2008-09-03 00:03:23
ჩვენს ასორტიმენტში უამრავი მოდელები არის, მათ შორის თქვენს მიერ ხსენებული მოდელის მაგვარებიც. იმისათვის რომ დანამდვილებით გითხრათ ჩაისმევა თუ არა ნებისმიერი კონკრეტული მოდელი თქვენს მანქანაში - გთხოვთ მოგვაწოდოთ მანქანის ბუდის ზუსტი ზომები (სიგანე, სიგრძე, სიღრმე).
მაინტერესებს თქვენ DVD Player - ებს აქვს თუ არა Steering Wheel Control - ის მხარდაჭერა Mercedes - სთვის. და თუ აქვს რომელ მოდელს?
2008-09-02 12:06:06
არის მოდელები, რომლებსაც აკვთ ეს საშუალება, ვიზუალურად E0837-ის მაგვარი, მაგრამ მათი მაღალი ფასიდან გამომდინარე (800-900ლარი) არ ჩამოგვაქვს ეს მოდელები სადისტრიბუციო ქსელისათვის. შეკვეთა შესაძლებელია.
ამჟამად თუ ფუნქციონირებს განვადების სერვისი?
2008-09-02 11:22:03
დიახ, განვადების სერვისი თი-ბი-სი ბანკთან და საქართველოს ბანკთან მუშაობს უწყვეტად.
შეკითხვა მაქვს ფასებზე: ბაზრობაზე რამოდენიმე ადგილას მაქვს ნანახი ამ ფირმის რამოდენიმე მოწყობილობა, მაგრამ გაცილებით ძვირად, მაგალითად E0838-1050ლ, E0837-1200ლ, E0805-850ლ, მაგრამ ზედ რომ აქვს ეკრანი იყო იგივე ფასში, მართალია ზედ არ ეწერა EONON. რატომაა მასე? როგორ ახერხებთ ასეთ დაბალ ფასებში გაყიდვას?
2008-08-31 21:33:46
ჩვენი კომპანია არის ეონონ-ის ოფიციალური წარმომადგენელი ამიერ კავკასიაში, გამომდინარე აქედან გვაქვს ექსკლუზიური უფლება ამ პროდუქციის შემოტანაზე და შესაბამისად სადისტრიბუციო ფასები. იმისდა მიუხედავად, რომ ფასს ემატება გზა, განბაჟება და სხვა ხარჯები - ჩვენ მაინც შეგვიძლია გაყიდვა 2-2,5ჯერ უფრო იაფად ვიდრე სხვა არალეგალური შემომტანები. რაც შეეხება ეკრანიან მოდელებზე (ზედ ეკრანით), რომელიც თქვენ ნახეთ დაახლოებით იგივე ფასებში - ესაა ეონონ-ის პროდუქციის უხეში ფალსიფიკაცია, შესაბამისად ძალიან მარტივია იმსჯელოთ მის ხარისხზე და საიმედოობაზე, რომ არ ვთქვათ არაფერი საგარანტიო მომსახურებაზე.
E0907 მოდელი GPS X3-ში ჩადგება? 2007 წლიანი.... და თბილისში თუ იმუშავებს?
2008-08-31 21:21:14
არა, ეს არის 2 დინიანი, ანუ ორმაგი ზომის მაგნიტოფონი, როდესაც X3-ს აქვს უფრო მცირე ბუდე. ამ მანქანაზე შესაძლოა დაყენდეს 1-დინიანი ნებისმეირე მოდელი, მათ შორის ამოსაწევი 7 ინჩიანი ეკრანის მქონეც შესაბამისი გადამყვანის გამოყენებით (პლასტმასი, რომელიც ავსებს დარჩენის ადგილს ქვემოდ და გვერდებში).
ნავიგაცია მუშაობს ყველგან, მათ შორის საქართველოშიც - მთავარია შესაბამისი რუკების ჩატვირთვა თქვენს მიერ შეძენილ მოწყობილობაში.
სადაური კომპანიაა ეონონი?
2008-08-31 19:50:45
EONON - ეს არის კორეული კომპანია, რომელსაც გააჩნია თავისი ქარხანა და წარმომადგენლობა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იაპონია, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა.
რამდენად ხარისხიანია ეს აპარატურა?
2008-08-31 19:26:01
ჩვენი გამოცდილებით გეტყვით, რომ 200-300 აპარატზე შეიძლება იყოს ერთი ბრაკი. თავისი მხრიდან კომპანია-მწარმოებელი იძლევა 1 წლიან გარანტიას, რაც თავისთავად მეტყველებს მის ხარისხზე.